დილის იმედგაცრუების შემდეგ შუადღეზე ისევ მივედი გამოფენაზე – აწარმოე საქართველოში და რაც ვნახე უკვე მომეწონა. დეტალებში წასვლას ამ სტატიაში არ ვაპირებ, მხოლოდ ფოტომიმოხილვას შემოგთავაზებთ. წარმოდგენილი პროდუქტების უმრავლესობას ვიცნობდი, ზოგს არა. ზოგი შევიძინე კიდეც, ერთიც მაჩუქეს [ეტყობა მიცნეს, მადლობა მათ] და ამ დღეებში მათ მიმოხილვასაც შემოგთავაზებთ. იქვე მყოფი ჩემი თვალით ვუყურებდი როგორ იყიდებოდა პროდუქცია და კიდევ ერთხელ და მრავალჯერ შევუკურთხე ელიას ასეთი ამინდებისათვის … დაათვალიერეთ …
არ დაგიმალავთ და დეტალური კომენტარების დაწერა ვეღარ მოვახერხე, მაგრამ თუ ქვემოთ შეკითხვებს დამისვამთ, სიამოვნებით გიპასუხებთ : )