დავის თემა: 2015 წელს ჩინეთმა 1,07 მილიარდი აშშ დოლარის მანქანის საბურავები აშშ-ში დემპინგურ ფასში შეიტანაოოოო … თან ამას აშშ კომერციის დეპარტამენტი აცხადებს … აგერ წყარო …
მსგავსი განაცხადი უკვე ნიშნავს ანტიდენპინგური ღონისძიებების შემოღების წინაპირობაა. სავარაუდო საზღვრებსაც ამბობენ, თუ რამდენიც დააგდო ჩინეთმა ფასი ავტობუსების და სატვირთო მანქანების საბურავებზე – 20,87 პროცენტიდან 22,57 პროცენტამდეო.
აშშ კომერციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სათანადო რეაგირებას 2017 წლის 17 იანვრამდე მოახდენს.
ჩვენთვის რა აქედან?
- შეხედეთ რა დონეზეა ბაზრის დაცვა აშშ-ში და რა დონეზე უღირს გარისკვა ჩინურ მხარეს;
- ეს გამოცდილებაა ჩვენთვის. ის თუ იცავს თავის ბაზარს, ჩვენ რატომ არ უნდა დავიცვათ?