3 ივნისის სიახლეა. წყარო იხილეთ აქ.
ნიუ იორკის შტატში მიიღეს კანონი, რომელიც წაახალისებს სკოლებს და არა მხოლოდ მათ, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ თავიანთი ლანჩის პროგრამისათვის ადგილობრივი პროდუქცია იყიდონ.
კონკრეტულად როგორ? 25,000 $-მდე ღირებულების ადგილობრივი პროდუქციის შეძენის შემთხვევაში სათანადო ნებართვა საჭირო არაა [იქ ყოველ მსგავს შესყიდვაზე როგორც ჩანს ნებართვა სჭირდება სათანადო ოფიციალური სტრუქტურისგან].
რას ელიან?
- ადგილობრივი ფერმების განვითარებას და მათ პოპულარიზებას;
- სკოლებში ჯანსაღი საკვების შეტანის პროვოცირებას;
- ადგილობრივი ეკონომიკის წახალისებას;
როგორც ხედავთ, ჩვენ ვხედავთ რა ხდება მსოფლიოში …
ნახეთ როგორ გამოიყურება ლანჩ მენიუ მსოფლიოს სხვადასხვა სკოლებში