ქართულია & kar.ge-ა!
ქართველები ხშირად ვამაყობთ, რომ უძველესი მიწათმოქმედების ქვეყანა ვართ და ხორბლის უძველესი ჯიშების მწარმოებლები. საქართველოში გვხვდება ხორბლის მსოფლიოში ცნობილ სახეობათაგან ყველაზე მეტი – 12, მათ შორის 6 ენდემური სახეობა და ადგილობრივ ჩამოყალიბებული ფორმები: ასლი, მახა და ზანდური.
სწორედ ერთ-ერთი მათგანია ასლი, ძველი ქართული ხორბლის ჯიში, რომელიც დღესაც პოპულარულია მსოფლიოში. კომპანია ჯეოპასტი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის თეთრ ფქვილს, საქართველოში მოყვანილი ხორბლით –ასლი!
ძალიან გემრიელია და ცხობაში პრაქტიკული… ხაჭაპური, პიცა, ნამცხვარი… იდეალური ცომი გამოდის, არც თხელდება როგორც სხვები და რაც ყველაზე მთავარია პირადად ჩემთვის- არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს !
და ბოლოს ყველაზე დიდი მოტივი ყიდვისთვის- მოყვანილი და წარმოებულია საქართველოში, კარგია და სხვა ანალოგებზე 10-15 თეთრით ნაკლებია კილოგრამის ფასი…
დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.