არაბეთის გაერთიანებული საემიროები …
რა ვიცით არაბეთის გაერთიანებული საემიროს შესახებ? ალბათ დუბაი და ვაჭრობა პირველია, რაც აზრად მოდის. ნავთობი კი მეორე … პრინციპში ალბათ ნავთობით უნდაა დაგვეწყო, რადგანა ის რომ არა, დუბაის ადგილას ეხლაც ხრიოკი უდაბნო იქნებოდა …
არ გაგვიმართლა, არ გვაქვს ეს ნავთობი. ვერც ვაჭრობა გავავითარეთ რიგიანად. თბილისში ერთი გაყიდვების ფესტივალიც კი ვერ შედგა. sale ქართულად ხომ ერთ დიდი უნიკალური ფენომენია …
თუმცა 135,000,000 აშშ დოლარი ქართული პროდუქციის შესყიდვაში, ან ადგილობრივი ენერგოსისტემის განვითარებაში [მაგალითად დიდი ჰესის აშენებაში] რომ დახარჯულიყო, ეს საქართველოში დამატებით პოტენციურად დაახლოებით 600,000,000 [მილიონი] აშშ დოლარის დოვლათს შექმნიდა, საქართველოს მოქალაქეს დაასაქმებდა, ქართულ ბიზნესს განავითარებდა და საქართველოს წინ წასწევდა!
დახარჯე ქართულ პროდუქციაში და მიიღებ ენერგიასაც, ვაჭრობასაც და …
დაფიქრდი რაში ხარჯავ ფულს!
მონაცემების წყაროა – http://geostat.ge