2016 წლის 29 მარტს შედგა KAR.GE კატალოგის ქართულენოვანი ონლაინ ვარიანტის პრეზენტაცია. მაშინ ვთქვით, რომ ჯერ დავხვეწთ ქართულენოვანს, შემდეგ გავაკეთებთ ინგლისურენოვანს და შემდეგ კი პირველ ბეჭდურ ვარიანტსაც გამოვუშვებდით. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ნიკორასა და კამპას, რომელთა დიდი მხარდაჭერითაც დიდი საქმე დავძარით. სწორედ ამ გაწეული ძალისხმევის გამო კატალოგში ამ მომენტში 37 კომპანიის 36 ბრენდის 206 პროდუქტია წარმოდგენილი, რომელთა პოპულარიზებას და მათკენ დამკვეთების გადამისამართებას მუდმივად ვაკეთებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის ფასდაუდებელი გამოცდილებაა, რის საფუძველზე უკვე შემდეგ ეტაპზე გადასვლას ვიწყებთ. დადგა დრო შევქმნათ ინგლისურენოვანი KAR.GE კატალოგიც.
მეტი ცნობადობა, მეტი გაყიდვები და მეტი ექსპორტი – ამ მიმართულებებით მუშაობა ორენოვანი ქართულ-ინგლისურენოვანი კატალოგის მეშვეობით უფრო ეფექტურად შეგვეძლება. დეტალებში ამ ეტაპზე არ წავალ. ვიტყვი მხოლოდ ერთს: საბედნიეროდ გამოჩნდა ქართული კომპანია, რომელიც დაინტერესებულია ამ ნაბიჯის გადადგმაში დაგვეხმაროს ისევე, როგორც ნიკორა და კამპა დაგვეხმარნენ თებერვალში KAR.GE კატალოგის ქართულენოვანი ვერსიის მოქოქვაში. ბევრი ფიქრის და მსჯელობის შედეგად ტექნიკური ამოცანაც მზადაა, რომელზე დაყრდნობითაც უკვე კატალოგის პროგრამული ძრავის შექმნაა შესაძლებელი.
მივმართავ ვებ დეველოპერებს [ინდივიდებს, ჯგუფებს, კომპანიებს] …
ვისაც გაინტერესებთ მიიღოთ კონკრეტული შეკვეთა და შექმნათ ორენოვანი KAR.GE ინტერნეტ კატალოგი, დაგვიკავშირდით. ჩვენ მოგაწვდით ტექნიკურ ამოცანას და დაველოდებით თქვენ სიტყვას. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ ვეძებთ ერთჯერად შემსრულებელს. ჩვენ ვეძებთ გრძელვადიან პარტნიორს, რომელთან ერთადაც მომავალშიც გვინდა თანამშრომლობა. როგორ დაგვიკავშირდეთ? მოიფიქრეთ როგორ …
KAR.GE კატალოგის პრეზენტაცია 2016 წლის 29 მარტს შედგა. იხ. ვიდეოშეჯამება …