5 სექტემბერს ხევსურეთში, სოფელ შატილში გაიმართება ტრადიციული დღესასწაული – შატილობა. ღონისძიების სავარაუდო პროგრამა:
►ადგილობრივი და მოწვეული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები
►ინდივიდუალური შემსრულებლები
►მწერლები და პოეტები
►დოღის მოწყობა და ტრადიციული რიტუალის შესრულება
►ლუდის კოდის დალოცვა
►პრიზების გადაცემა გამარჯვებულთათვის
►ღამის კოცონი
►ფოიერვერკი
►დღის კონცერტის ხანგრძლივობა-2 საათი. დასაწყისი 14სთ
►გალა კონცერტის ხანგრძლივობა-2 საათი. დასაწყისი-20სთ
სავარაუდო ანსამბლები:
► ფოლკ ბენდი
► ანსამბლი „ქალილო“
► დები გოგოჭურები
► ქართული საბრძოლო ხელოვნება
► „მოძრაობის თეატრი“
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
შატილობაზე ერთხელ ვარ ნამყოფი, 2009-ში. მახსოვს გრძელი გზა, რომელსაც ჩვენი ტურისტული ავტობუსიი 8 საათი მოუნდა [იმის შემდეგ ყველა მგზავრობა მოკლე გასეირნებად მეჩვენება]; მახსოვს ველური ბუნება, რომლითაც ძალიან ვისიამოვნე; მახსოვს მუცო ხეობა … დიდებული სანახაობა; მახსოვს ის ნაღდი დღესასწაული, რაც იქ გაიმართა და მახსოვს ის მრავალი ფოტო, რომელიც მაშინ გადავიღე. წელს ალბათ ამას ვერ გავიმეორებ, მაგრამ ვინც იქ მოხვდებით ისიამოვნეთ ბოლომდე!