თუ თქვენს ბიზნესში რამოდენიმე ადამიანი გყავთ დასაქმებული, მაშინ ამ სემინარზე უაღრესად საჭირო და პრაქტიკულ ცოდნას მიიღებთ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება პაპუნა ტოლიაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: “ორგანიზაციული სტრუქტურები და მართვაში დაშვებული შეცდომები”. დასწრება თავისუფალია (IBSU, B -კორპ, საკონფერენციო დარბაზი).
საუბარი იქნება ისეთ უმნიშვნელოვანეს თემაზე, როგორიცაა ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ამ კომპანიის სტრატეგიასთან, რომელიც თავის მხრივ სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მენეჯმენტის სწორად ფუნქციონირებისათვის. სწორედ ეს ურთიერთგადაჯაჭვული კომპონენტები განაპირობებენ ნებისმიერი ორგანიზაციის გრძელვადიან წარმატებას. ამასთანავე ხაზი გაესმება ისეთ საკითხებს, თუ რა შეიძლება იყოს საბედისწერო შეცდომა დაშვებული მენეჯმენტის მხრიდან, რაც უდიდეს შემაფერხებელ ფაქტორად იქცევა ორგანიზაციის განვითარების გრძელ და შრომატევად გზაზე, რაშიც მონაწილეობას იღებს თითოეული თანამშრომელი.
დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაციის ფორმა იხილეთ Facebook-ის ღონისძიების გვერდზე.