მეღვინეობა ერთ-ერთი ის დარგი, სადაც ალბათ ყველაზე მეტად შენარჩუნებულია ქართულის შესყიდვის წესი და ტრადიცია. ქართველი მომხმარებელი იშვიათად თუ შეიძენს იმპორტულ ღვინოს, რასაც ალბათ კონიაკებზე და სხვა მაგარ სასმელებზე ვერ ვიტყოდი.
2013 წლის მოსავლის, საფერავის ჯიშის ყურძნის დამზადებული, 750 მილილიტრიან ბოთლში ჩამოსხმული ნახევრად ტკბილი ალაზნის ველი რამოდენიმე დღის წინ 8.5 ლარად შევიძინე სავაჭრო ქსელში. მწარმოებელია კომპანია თელიანი ველი. კომპანიის ასორტიმენტში სხვა მრავალი სახის ღვინოც შედის. ეწვიეთ კომპანიის ვებსაიტს და გაეცანით კომპანიას.
მხოლოდ ერთი რჩევა მექნებოდა: ვებსაიტის გაახლება და Facebook გვერდის გამოცოცხლება.