გუშინ, 26 დეკემბერს გუდვილში ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. ორგანიზaტორი – აირჩიე ქართული. საორგანიზატიო გუნდმა აშკარად გული და სული ჩადო საქმეში, რომელიც ძალიან პატრიოტულია და რომელიც ძალიან უყვართ.
რა თქმა უნდა ვესტუმრე, ბევრი მეგობარი ვნახე, ახლებიც გავიცანი და ფოტოები გადავიღე, რომელთაც აქ გთავაზობთ. კარგი იქნება თუ დღეს, 27 დეკემბერს მოახერხებთ და გუდვილში მიხვალთ. თქვენი თვალით ნახავდით ყველაფერს. ხოლო თუ რამეს იყიდით, მთლად უკეთესი.