მეგრელი დიდ სამამულო ომშია. მოხრიგინებს გერმანელების ტანკი. ესვრიან, ვერ აფეთქებენ. ერთი შანსია მხოლოდ: ვინმემ ყუმბარები შემოირტყას წელზე და ისე შეუვარდეს მუხლუხებში.
– აბა ვის გიყვართ სამშობლო? – მოუწოდებს მეთაური – შეუხტით ტანკს!
მსურველები რაღაც არ ჩანან. მეთაური გამწარებული დარბის:
– რას გავს ეს, არავის გიყვართ სამშობლო?
შეეჩეხა მეგრელს:
– შენ, არ გიყვარს სამშობლო?
– როგორ არ მიყვარს სამშობლო?! – შეიცხადა მეგრელმა.
– მერე შემოირტყი ყუმბარები და შეუხტი ამ ტანკს. ხომ ხედავ შენს მეტს არავის უყვარს სამშობლო!
– მე კი შევუხტები, მარა მერე ვის ეყვარება სამშობლო?
** სურათზე მეგრელის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/