ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ადგილობრივი საწარმო > ჯეო მულჩი – #ესპროდუქციაჩვენია

ჯეო მულჩი – #ესპროდუქციაჩვენია

ასეთი ცხოვრებაში არ გექნებათ ნანახი 😱

პირდაპირ ეთერში გაიცანით ორგანული მულჩის მწარმოებელი – ”ჯეო მულჩი”, რომელიც სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს და რომელსაც ანალოგი კავკასიის მასშტაბით უბრალოდ არ ჰყავს 👍. ეს არის ცოცხალი ისტორია სამშობლოს მოყვარული ემიგრანტი ქართველი კაცისა. ბნ. მიხეილ მესტვირიშვილი აშშ-ში 15 წლიანი ემიგრაციიდან საქართველოში გენიალური იდეით 4 წლის წინ დაბრუნდა და მულჩის წარმოება ააწყო. პირდაპირი ეთერის დროს ინტერნეტმა გვიმუხთლა, მაგრამ ამან ვერ შეგვაშინა. პირიქით, გაგვაძლიერა 🙂 როგორ?

1. წარმოება ბოლომდე გადავიღე ტელეფონით (5:25-დან). 11:15-დან ნახეთ ძალიან საინტერესო მომენტი

2. მერე წავედით სოფელ ხაშმში ბნ. მიხეილის ნაკვეთში (13:05-დან), სადაც ვნახეთ მულჩის პრაქტიკული გამოყენება ვაზის ჩითილების ჩაყრის დროს 🙂

3. შემდეგ გადავედით იქვე მეორე ნაკვეთში (15:31-დან), სადაც ვნახეთ მულჩის პრაქტიკული გამოყენება 1 წლიანი კაკლების დარგვისას 🙂

4. შემდეგ სოფელ ხაშმში ბნ. მიშას სახლში ვეწვიეთ და მისი ბაღი, ნამდვილი ედემი დავათვალიერეთ (16:42), სადაც დეკორატიული მიზნებით მულჩის გამოყენების უამრავი ცოცხალი მაგალითი ვნახეთ. და გაჩნდა ლოგიკური შეკითხვა: ამდენი წელი ძლებს მულჩი? ჰოოდა, იქვე ვნახეთ 4 წლის წინ დაყრილი მულჩის ფენა, რომელით ბარით ამოვიღეთ და თვალებს არ დავუჯერეთ (ნახეთ 19:00-დან) …

მოკლედ,
ეს უნდა ნახოთ!
ეს უნდა გააზიაროთ!

PS

სად იყიდება? B2B თემაა ძირითადში, დამკვეთები პირდაპირ უკავშირდებიან. ტომრებით იყიდება გორგიაში, ბრიკორამაში და დომინოში 🙂