ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ხრამუნა – ხრამ, ხრამ ხრამ!
ხრამუნა პური

ხრამუნა – ხრამ, ხრამ ხრამ!

ქართულია & kar.ge-ა!

ოფისში ხარ დილიდან საღამომდე, გიწევს მუდმივად მიეჯაჭვო კომპიუტერის მაგიდას, ჯდომითი სამუშაო რთულია ორგანიზმისთვის და ყოველთვის ვცდილობ არ დავტვირთო კიდევ უფრო მეტად მაღალკალორიული საკვებით ამიტომ დღეს ხრამუნით ვილამაზებ 🙂

მართლა გემრიელია, მართლა სასარგებლოა, განაყრებს და თან სიმსუბუქის შეგრძნება გაქვს, ასრულებს ორცხობილის მოვალეობას. არ მეგონა ფეისბუქის გვერდი თუ ექნებოდათ. მართალია ცოტაა ინფორმაცია, მაგრამ იმედი ხომ მაინც არსებობს, რომ გააქტიურდებიან.

“ხრამუნა პური” დამზადებულია უნიკალური სამამულო ხორბლის ჯიშებისგან საფუარის გარეშე.

რეკომენდირებულია კუჭნაწლავის, ღვიძლის და ასევე დიაბეტით დაავადებულთათვის. არის ტრადიციული პურის საუკეთესო შემცვლელი. რეკომენდირებულია ჭარბი წონის დასარეგულირებლად. ასუფთავებს ორგანიზმს შლაკებისაგან.

 

ამდენი დადებითი თვისება – ღირს გასინჯვად!

ფოტო ვერ გადავიღე ჩემით ლამაზი და ვარჩიე ასე სხვისი გადაღებული დამეკოპირებინა იმედია მომიტევებთ 🙂

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.