ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ხინკალი თითთათმანით გიჭამიათ?
თითთათმანი

ხინკალი თითთათმანით გიჭამიათ?

ქართულია & kar.ge-ა!

ხინკლის მირთმევის ახალი მეთოდი აღმოჩენილია …

გაფრთხილება: თითთათმანი ჯერ არ იყიდება. ვიდეო იდეის ავტორმა გადაიღო და გამომიგზავნა, თან თითთათმანის რამოდენიმე ნიმუში გადმომცა და მთხოვა რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის მეჩვენებინა, რომ იქნებ პარტნიორი მოძებნოს რეალური ბიზნესის დასაწყებად. შეგიძლიათ პირდაპირ მას – ბნ. თამაზ ზენაიშვილს დაუკავშირდეთ facebook-ით.

მე პირადად სასტიკად მომწონს იდეა. გამოვცადე თითთათმანი და აი ჩემი 3 რეკომენდაცია იდეის ავტორისადმი:

  1. პროდუქტს საინტერესო მომავალი აქვს, მაგრამ უნდა დაიხვეწოს. მაგალითად ზედმეტად სველია, ჯობია სუნი არ ჰქონდეს, თითებზე წამოცმას აშკარად ვარჯიში სჭირდება და ბევრმა შეიძლება ვერ მოახერხოს;
  1. თითთათმანი სქელია და თითებზე წამოცმისას უსიამოვნო შეგრძნებებს ტოვებს. მე ხინკალი მისი მეშვეობით ვერ მივირთვი;
  1. ხინკალზე მე ლუდი მიყვარს. ცოტა მოუხერხებელია თითთათმანწამოცმული თითებით ლუდის კათხის ხელში აღება;

როგორ მოგწონთ იდეა?

რას ურჩევდით იდეის ავტორს?