ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ხელსახოცი ბონო / buono
ბონო

ხელსახოცი ბონო / buono

ერთფენიანი ხელსახოცი ბონო – 100%-იანი ცელულოზის გამძლე და უმაღლესი ხარისხის. მწარმოებელია შპს „ლომასი“, რომელიც თბილისში სამტრედიის ქუჩაზე მდებარეობს. ისინი მხოლოდ ფუთავენ. ამ შეკვრაში 100 ცალია და 1 ლარი ღირს ბაზრობებზე.

მეტი რა გითხრათ აბა … უკვე 4-ე ხელსახოცია რომელზედაც მე პირადად ვწერ უკვე. შეიძლება არც ისე დიდი ბიზნესია შემოიტანო ხელსახოცები და მერე აქ შეფუთო, მაგრამ დიდი საქმე მცირე ნაბიჯით იწყება ყოველთვის. წარმატებებს გისურვებთ!

რამ გამაკვირვა იცით? ეტიკეტზე 5 ენაზე აქვს ტექსტი დატანილი ….