ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ხელსახოცი ბონოლუქსი / buonolux
ბონოლუქსი

ხელსახოცი ბონოლუქსი / buonolux

რამოდენიმე კვირის წინ აღმოვაჩინე ეს პროდუქტი. ცხადია მარტო შეფუთვაა ქართული, მაგრამ ამით იწყება ხოლმე.

ერთფენიანი ხელსახოცი ბონოლუქსი – 100%-იანი ცელულოზის გამძლე და უმაღლესი ხარისხის. მწარმოებელია შპს „ბონოლუქსი“, რომელიც თბილისში, გოჩა ონაშვილის 2-ე კორპუსში, ბინა 20-ში მდებარეობს. ისინი ალბათ მხოლოდ ფუთავენ. ამ დიდ შეკვრაში 200 ცალია და 2,5 ლარი ღირს ბაზრობებზე. 255 05 03 ტელეფონი და bonoluqs@gmail.com [ეტიკეტზე მითითებული ინფორმაციაა].

რა მომწონს:

  1. უკვე მე-5 ქართული წარმოების ხელსახოცია, რომელზედაც მე პირადად ვწერ უკვე;
  2. დიდი ხელსახოცია, თან დიდი პაკეტია, 200 ცალიანი, ფასი 2,5 ღირს, მაგრამ მასშტაბში მეტი ეკონომია მიიღწევა;

მწარმოებელს მხოლოდ ერთს შემოვთავაზებდით: ეცადეთ ბევრ დახლზე იყოს ბონოლუქსი.