ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ანალიტიკა > ჭამე ნოდარი – იუმორი თუ გადაგვარჩენს ქართველებს :)
ჭამე ნოდარი

ჭამე ნოდარი – იუმორი თუ გადაგვარჩენს ქართველებს :)

დღეს Facebook-ზე მეგობარმა ამ ფოტოზე რომ დამთაგა მაშინვე მივხვდი რომ ასე მარტივად ვერ გამოვძვრებოდი 🙂 ჰოდა ახალი პოსტიც გამოცხვა – იუმორის როლი ბრენდინგში, ამ შემთხვევაში კი ნეიმინგში, რომელიც ქართულად სახელის დარქმევას ნიშნავს. სამტრედიელებმა აშკარად კლასი აჩვენეს ამ იუმორისტული ნაბიჯით. მაგრამ იმუშავებს კი ეს სახელი გრძელვადიან პერსპექტივაში?

მსგავს შეკითხვებზე პასუხი ჩვეულებრივ ერთია: გააჩნია რა შემთხვევაში … ფაქტი ისაა, რომ სამტრედიაში უხეიროდ შეფუთულ წითელი წიწაკას ისეთი სახელი ჰქვია, რომ თბილისშიც კი ამას აზიარებენ და kar.ge-ზეც კი ხვდება.

მე ვფიქრობ, რომ ქართველებს იუმორი თუ გადაგვარჩენს. იუმორის ინტეგრირება ყველაფერში კარგია. ზოგს არ მოსწონს, მაგრამ kar.ge-ზე იუმორის ინტეგრირება მხოლოდ კარგს აკეთებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ბრენდის შემთხვევაში იუმორისტულმა დასახელებამ, რომელიც სამტრედიის ბაზარზე იყიდება, მოიპოვა აღიარება ამ ბაზარს მიღმა, მაგრამ მის იქეთ გაყიდვები ჩემი აზრით ვერ წავა. იმ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ ცნობადობის მიღწევა კი, შეიძლება ემოციით, მაგრამ გაყიდვების მიღწევა მხოლოდ ემოციით უპერსპექტივო მგონია საქართველოში, სადაც მოსახლეობა ფასზე ძალიან მგრძნობიარეა. ქართველი მომხმარებელი იმდენად პრაგმატულია, რამდენადაც ეს შესაძლებელია და თუ ამ წითელი წიწაკის ხარისხი და ფასი დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა, რაც არ უნდა აღაფრთოვანი აუდიტორია, ეს ვერ უშველის.

რა უნდა მოხდეს საიმისოდ, რომ ამ კატეგორიის პროდუქტმა ასეთი სახელით პოპულარობა გაიმყაროს?

  1. პირველ რიგში რებდენდინგი. გამოჩნდა ხომ სახელი რომ მუშაობს? ჰოდა დროა შეფუთოდ რიგიანად. ჭამე ნოდარი – მეტს იმსახურებს;
  2. სწრაფად ქსელში შესვლა ნორმალური ფასით კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჭამე ნოდარი ხელმისაწვდომი უნდა იყოს
  3. მუშაობა რეკლამირების მიმართულებით. რეკლამა გინდა თუ არ გინდა ფაქტია, რომ გჭირდება. ჰოდა უნდა დახარჯო რეკლამაში.

ყველაფერი ეს კი ითხოვს ინვესტიციას.

აქვთ კი „ნოდარის“ მშობლებს საჭირო რესურსი?