ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > გამარჯვებული საქართველო > საქართველოს მოჭადრაკე „ოქროს გოგონებმა“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს

საქართველოს მოჭადრაკე „ოქროს გოგონებმა“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს

საქართველოს მოჭადრაკე „ოქროს გოგონებმა“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე გაიმარჯვეს. ჩემპიონატი მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ტარდებოდა. ჩემპიონის ტიტული საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებით დაკომპლექტებულმა კლუბმა “ნონამ” მოიპოვა.

ჩემპიონატში 12 კლუბი მონაწილეობდა. ჩვენმა გუნდმა ქულათა მაქსიმალური რაოდენობა – 14 მოაგროვა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ეს უკვე მეორედ მოხდა ამ ჩემპიონატზე. გაიცანით ჩვენი გუნდი: ბელა ხოტენაშვილინინო ბაციაშვილინანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი და მირანდა მიქაძე. მწვრთნელი – დავით ჯოჯუაკაპიტანი – მარიკა ჯაფარიძე.

გზა დავულოცოთ და მომავალი გამარჯვებები ვუსურვოთ ჩვენს „ოქროს გოგონებს“!

 

 

*ფოტოს წყარო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია