ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > წიწაკის მწნილი – Kula. გასინჯეთ …
წიწაკის მწნილი

წიწაკის მწნილი – Kula. გასინჯეთ …

რამდენად კარგად იცნობთ kulaს? იცოდით, რომ kula წიწაკის მწნილსაც აწარმოებს? თუ ჯერ არ გაგისინჯავთ დროულად გამოასწორეთ ეს შეცდომა … 3 ლარამდე ღირს დახლზე ეს პროდუქტი …

პირველად 3 დღის წინ შევიძინეთ ოჯახში ეს წიწაკის მწნილი და ქართული წარმოების ბებოს ლავაშთან ერთად შაურმის დამზადებისას გამოვიყენე. სადღაც შუაშია მწარეს, მჟავესა და ტკბილს შორის. გემრიელია მოკლედ …

ეტიკეტის ტექსტის ჩაკითხვას არ შევუდგები, პირდაპირ გეტყვით რა უნდა იცოდე Kula-ს წიწაკის მწნილის შესახებ …

  • ქართულია და kar.ge-ა, ანუ ხარისხიანია …
  • გემრიელია, მოუხდა შაურმას …
  • მისი შეძენით ეროვნულ ეკონომიკას, ქვეყანას და საკუთარ თავს ეხმარები …

მე პირადად ძალიან მომწონს ორიგინალური შეფუთვა. ქილა ხო ქილაა, მაგრამ ზემოდან რეზინით ეტიკეტი მეტად ორიგინალურად არის დამაგრებული. ეგრევე ეტყობა, რომ პრემიუმ სეგმენტისთვის შექმნილი პროდუქტია.

გასინჯეთ და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები …