ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ექსპორტი > წინასაახალწლო მიღება ირლანდიაში საქ. საელჩოში და KAR.GE საექსპორტო კატალოგი ”სუფრაზე“

წინასაახალწლო მიღება ირლანდიაში საქ. საელჩოში და KAR.GE საექსპორტო კატალოგი ”სუფრაზე“

16 დეკემბერს, ირლანდიაში, დუბლინში, საქართველოს სალჩოში წინასაახაალწლო მიღება გაიმართა, რომელსაც ირლანდიაში საქართველოს საელჩომ და პირადად ელჩმა – ბნ. გიორგი ზურაბაშვილმა უმასძინძლა.

ეს უდაოდ განსაკუთრებული მოვლენა ჩვენთვის განსაკუთრებით გასახარი გახდა იმის გამო, რომ უხვად ქართულ სტუმარ-მასპინძლობასთან ერთად „სუფრაზე“ წარმოდგენილი იყო “KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017”, რომელიც იქ ჩვენებურის – გიორგი ჯვარიძის მეშვეობით მოხვდა. მთავარ სურათში მაგალითად კატალოგი მგიდაზე დევს, ქვემოთ მოცემულ გალერეაში კი ერთ-ერთი სურათში ჩვენი კატალოგი თავად ბნ. ელჩს უჭირავს ხელში.

უღრმესი მადლობა ბნ. გიორგი ზურაბაშვილს, რომელმაც დააფასა ჩვენი შრომა და დამსწრე აუდიტორიას საექსპორტო კატალოგში წარმოდგენილი ქართული კომპანიების, ბრენდების და ნაწარმის გაცნობის შესაძლებლობა მისცა. უღრმესი მადლობა ბნ. გიორგი ჯვარიძეს, რომელმაც ეს ინფორმაცია და ფოტოები ირლანდიიდან, დუბლინიდან გუშინ მოგვაწოდა.

KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017“ 2007 წლის იანვარ-მარტში მომზადდა ქართულ და ინგლისურ ენეზე, ფურცლოვანი და ელექტრონული სახით. საექსპორტო კატალოგის ელექტრონული ვარიანტის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქ. 2018 წლის საექსპორტო კატალოგზე მუშაობა დაიწყება 2018 წლის იანვრის ბოლოს.