ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > წამალი სალხინო
სალხინო

წამალი სალხინო

ქართულია & kar.ge-ა!

ბევრი მსმენია ამ წამლის შესახებ, დღეს კი გადავწყვიტე ერთად გავცნობოდით ამ პრეპარატს, მოვისმინო მათი აზრი ვისაც გამოყენებული აქვს ან ვინც ამჟამად იყენებს, მართლა ასეთი სასწაულმოქმედია?

მე ვიცი რომ სალხინო ეკოლოგიურად სუფთა მცენარეული კომპონენტებისაგან მიღებული წამალია. თქვენ რა იცით? აწესრიგებს პირის ღრუს, სასუნთქი სისტემის პრობლემებს, აქრობს უსიამოვნო სუნს, აგვარებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და ხსნის ტკივილებს, აძლიერებს იმუნიტეტს, უნარი აქვს გაიწოვოს სიმსივნური წარმონაქმნები, მკვეთრად აქვს გამოხატული ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური მოქმედება.

და მრავალი მსგავსი თუ განსხვავებული დაავადებების სამკურნალოდ დეტალები ვებ გვერდზე იხილეთ დაინტერესების შემთხვევაში, მართალია ვიზუალზე არავინ იზრუნა, თუმცა ინფორმაციულობით ნამდვილად გამოირჩევა. იმდენი კარგი რამ წერია ამ პრეპარატზე, ასე მგონია მომიტევეთ და მამა ღმერთმა შექმნა თქო.

მართლა მაინტერესებს არა ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი მომხმარებლების ისტორიები არამედ რეალური ადამიანების, ვინც ჩვენს ირგვლივ ტრიალებენ.

ეს რწმენით განკურნებაა თუ მართლა ასეთია? ერთი კია – ქართულია და საქართველოში ბევრი მსმენია შინაურ რეცეპტებზე და მათ უნიკალურობაზე.

ამ უებარი პრეპარატისთვის თუ ეს მართლა ასეა 5 ლარი ზედმეტად ხელმისაწვდომი მეჩვენება.

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.