ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ჩირკოლადი, დღე #11

ჩირკოლადი, დღე #11

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.

ძაააალიან ტკბილი დღის ბოლოს მინდა გაგაცნოთ ერთი ძალიან ტკბილი ბრენდი, რომელსაც ალბათ უკვე იცნობთ – ჩირკოლადი. დღეს ტკბილი ფესტივალი ჩატარდა მთაწმინდის პარკში, სადაც ჩირკოლადი ღებულობდა მონაწილეობას. ერთი-ორჯერ მომხმარებელთა ისეთი ტალღა დაეცა ჩირკოლადის დახლს, რომ პრაქტიკულად წალეკეს … კიდევ კარგი, რომ მარაგი ბლომად ჰქონდათ …

შპს “ბიო-მარგი”-ს ბრენდი ჩირკოლადის ისტორია 2011 წელს იწყება, როცა ხილისა და ბოსტნეულის მოჭარბებულმა რაოდენობამ ბაღდათის რაიონში დაბადა იდეა შექმნილიყო მცირე გადამამუშავებელი საამქრო, სადაც ხილის მოწეული მოსავლის პროდუქციად ქცევა იქნებოდა შესაძლებელი. თავიდან კოოპერატივი დაარსდა 2011 წელს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის “ადამიანი გაჭირვებაში” -ს მეშვეობით. 2014 წელს კი კოოპერატივს ინვესტორი გამოუჩნდა და დაფუძნდა შპს “ბიო-მარგი”.

ჩირკოლადი იდეალურად აერთიანებს ჩირის და შოკოლადის იდეებს, კერძოდ კი შოკოლადში ამოვლებული ჩირის იდეას. და როგორც ხშირად ამ დროს ხდება ხოლმე, დაბადებისთანავე ბრენდი პოპულარული გახდა. კომპანია თავიდანვე ქმნიდა ქართულ ჯანსაღ პროდუქტს ყოველგვარი დანამატების, კონსერვანტებისა და ემულგატორების გარეშე. ჩირკოლადის დიდ ოჯახში ამჟამად 8 სხვადასხვა პროდუქტი შედის: გარგარი ნიგვზით შოკოლადში, ფინიკი ნიგვზით შოკოლადში, ფორთოხალი შოკოლადში, ფორთოხლის ბურთულა, ფორთოხლის ცუკატი, ქლიავი ნიგვზით შოკოლადში, ჩირიანი შოკოლადის ასორტი, ხურმა ნიგვზით შოკოლადში.

დატკბით …

იყიდება [ყველგან არა] SMART-ში და შეკვეთით, რისთვისაც აჯობებს დაუკავშირდეთ თავად კომპანიას.

 

მაშ,

ველი თქვენს ფოტოებს 🙂 აქვე ქვემოთ 🙂