ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ანალიტიკა > ჩინეთი – საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2014
ჩინეთი

ჩინეთი – საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2014

ჩინეთი …

… სახელმწიფო, რომლის ვალი აქვს ყველას! ნახევარი მსოფლიო, თუ მთელი არა ჩინეთზე მუშაობს. ქვეყანა, რომელიც მგლური ნაბიჯით მიწევს წინ … ქვეყანა, რომელიც გწველის, მაგრამ ისე გწველის, რომ თან „გსიამოვნებს“. აი რას ვგულისხმობ:

2014 წლის 3-ე კვარტალში 149 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია გაკეთდა ჩინეთიდან. ეს ინვესტიცია ოლიმპიური სოფელში ჩაიდო. გგონიათ ამან 1 სამუშაო ადგილი მაინც შექმნა? ჭკვიანია ჩინელი … თან თავისი პროდუქტი გაასაღა, თან ინვესტიციად გასაღდა ეს ყველაფერი, თან უკან ნაღდ ვალუტას წაიღებს … ამაზე უარესი რა უნდა დაგმართოს?

ეს 632 მილიონი აშშ დოლარის ქართული წარმოების პროდუქციაში რომ დაეხარჯა საქართველოს მოსახლეობას, ეს ქვეყანაში დამატებით დაახლოებით 2.5 მილიარდი აშშ დოლარის დოვლათს შექმნიდა, საქართველოს მოქალაქეს დაასაქმებდა, ქართულ ბიზნესს განავითარებდა და საქართველოს წინ წასწევდა!

 

დაფიქრდი რაში ხარჯავ ფულს!

მონაცემების წყაროა – http://geostat.ge