ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ჩვენი ფერმერი, ხაჭო ვანილით. დღე #3

ჩვენი ფერმერი, ხაჭო ვანილით. დღე #3

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.

ეს 2007 წელს მოხდა …

მარკეტინგის კურსის ფარგლებში, რომელსაც მაშინ ერთ-ერთ სასწავლო ცენტრში ვატარებდი, ერთ-ერთმა ჩვენმა ძალიან მაგარმა მსმენელმა მისი კომპანიის მიერ ახლად გამოშვებული ნუგბარი ხაჭოები მოიტანა. მოდით, გასინჯეთ და მოსაზრებები გამიზიარეთო … მაშინვე პრაქტიკაში განვახორციელეთ ის, რასაც დეგუსტაცია ჰქვია. ჩამოვყარეთ კონკრეტული კრიტერიუმები, შევაფასეთ ქულებში, შევაჯამეთ და იმდენად უნიკალური მასალა მივიღეთ, რომ თვითონვე გაგვიკვირდა. ეს რატომ მოვყევი? მაშინ გავსინჯე ხაჭო პირველად …

ჩვენი ფერმერი, ხაჭო ვანილით ჩვენი 30 დღიანი გამოწვევის მესამე დღის პროდუქტად ავარჩიე. 2,5 ლარი გადავიხადე გლდანში ნიკორას მარკეტში. გემრიელია, სასარგებლო და შუადღე მშვენივრად გადამატარა.

კვლევის მონაცემები არ მაქვს, მაგრამ რასაც ვაკვირდები რძის პროდუქტების ბაზარზე [ერთი-ორი გამონაკლისი პოზიციის გარდა] ურიგოთ არ ვართ. ანუ ძირითადში საქართველოში წარმოებული პროდუქცია იყიდება.

 

მაშ,
ველი თქვენს ფოტოებს 🙂 აქვე ქვემოთ 🙂