ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ახალი პროდუქტი შპს „კამპა“-სგან: “ჩვენი” ვაშლი+მარწყვი
ჩვენი ვაშლი + მარწყვი

ახალი პროდუქტი შპს „კამპა“-სგან: “ჩვენი” ვაშლი+მარწყვი

საქართველოში წვენებისა და ნექტარების ბაზარზე ოდნავი თვალის შევლებაც კი საკმარისია, რომ დაუნდობელი კონკურენცია მაშინვე თვალში მოგხვდეს. ამ ფონზე კი ყოველი ახალი ქართული პროდუქტის გამოჩენა გმირობის ტოლფასია. დღეს გავიგე ბრენდი „ჩვენი“-ს სახელით ახალი ნექტარის გამოსვლა და დღესვე რომ არ მეხარებინა ვერ მოვისვენებდი.

“ჩვენი“, ვაშლი+მარწყვი

მწარმოებელია შპს კამპა, რომელიც კავკასიის რეგიონში წვენებისა და ნექტარების ერთ-ერთი მოწინავე მწარმოებელია. 2009 წლიდან კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ნატურალური წვენებისა და ნექტარების ფართო ასორტიმენტს “კამპას” ბრენდის ქვეშ, ხოლო 2014 წლიდან ნექტარების ახალ ხაზს – “ჩვენი”. ამავე წელს კომპანიამ შექმნა დისტრიბუციის საკუთარი სამსახური, რომელიც ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას თბილისსა და მიმდებარე რაიონებში.

ბრენდი “ჩვენი” ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. ეს ნექტარების სპეციალური ხაზია, რომელიც წვენების ხაზთან შედარებით ნაკლებ ფასად იყიდება. პროდუქცია არ შეიცავს კონსერვანტებს, გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს, ხელოვნურ არომატებსა და საღებავებს. პროდუქციის ხარისხი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებს.

ჩვენი ვაშლისა+მარწყვი  უკვე შეტანილია ქსელში და სულ მალე გახდება ყველასათვის ხელმისაწვდომი. მოიკითხეთ თქვენს სიახლოვეში, იყიდეთ, გასინჯეთ და მოსაზრებები აქვე გაგვიზიარეთ.