ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ჩვენი ვაშლი + მარწყვი, დღე #6

ჩვენი ვაშლი + მარწყვი, დღე #6

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.

მოკლედ,

დიდხანს ვეძიე და ბოლოს მაინც აღმოვაჩინე ჩვენი ვაშლი + მარწყვი დახლზე. ეს პროდუქტი სულ რაღაც თვენახევარია რაც ბაზარზე გამოვიდა და უკვე მოთხოვნადია. 2,7 ლარი მივეცი გლდანში, მეტროსთან მდებარე მარკეტში. მანამდე კი ვერ ვნახე დელისის მეტროსთან 4 ობიექტში და გლდანში 3 მარკეტში. ეს არ არის კარგი!

მწარმოებელია შპს კამპა, რომელიც კავკასიის რეგიონში წვენებისა და ნექტარების ერთ-ერთი მოწინავე მწარმოებელია. 2009 წლიდან კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ნატურალური წვენებისა და ნექტარების ფართო ასორტიმენტს “კამპას” ბრენდის ქვეშ, ხოლო 2014 წლიდან ნექტარების ახალ ხაზს – “ჩვენი”. ამავე წელს კომპანიამ შექმნა დისტრიბუციის საკუთარი სამსახური, რომელიც ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას თბილისსა და მიმდებარე რაიონებში.

 

მაშ,
ველი თქვენს ფოტოებს 🙂 აქვე ქვემოთ 🙂