ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ჩამოსასხმელი ლუდი მაისტერბრაუ, დღე #24

ჩამოსასხმელი ლუდი მაისტერბრაუ, დღე #24

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.

წამოიდგინეთ …
საყინულეში გაყინული მინის კათხა …
რომ გამოიღებ და ყინულები ზედ რომ აქვს მიკრული …
თან ოხშივარი რომ ადის …
იწყებ შიგნით ცივი ჩამოსასხმელი ლუდის ჩასხმას …
ქაფი რომ გროვდება და ზემოთ ამოდის ნელ-ნელა თავისებული შუშხუნით …
თან არომატი რომ გაბრუებს …
ნელ-ნელა კათხა რომ ინამება და ყინულიც ცრემლებივით იწყებს ჩამოდნობას …
თან რომ ეს ლუდი ისტორიული გერმანული რეცეპტითაა ჩამოსხმული აგერ საქართველოში …
წარმოებული კომპანიის მიერ, რომელსაც თავად გერმანიაში აქვს აღებული ოქრო …
და მაშინ ხვდები, თუ რა ხარისხიანი პროდუქცია იწარმოება საქართველოში!!!
ჩამოსასხმელი ლუდი მაისტერბაუ 1

გაგიკვირდებათ და პირველად ვიყიდე ჩამოსასხმელი ლუდი მაისტერბრაუ!
ოოო, ეს ყოფილა რაღაც!!!

3.2 ლარი ღირდა ლიტრი. 20 თეთრი ჭურჭელი. შევიძინე გლდანში, აკადემიის ასახვევში არის ჩამოსასხმელი ლუდის მაღაზია.

შეიძინეთ, გასინჯეთ და მოსაზრებები აქვე გაგვიზიარეთ!