ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მსოფლიო გამოცდილება > „ღვინის ომი“ – შიდა ბაზრის დაცვა ფრანგულად!
შიდა ბაზრის დაცვა

„ღვინის ომი“ – შიდა ბაზრის დაცვა ფრანგულად!

5 აპრილი ალბათ ყველაზე „ფხიზელი“ იყო საფრანგეთ-ესპანეთის მეღვინეების ისტორიაში. ამ დღეს ფრანგმა მღვინეებმა ბულონის ოლქში, საფრანგეთ-ესპანეთის საზღვრიდან 10 მილში ესპანეთიდან შემოტანილი 5 ტანკერი გაიტაცეს და 90,000 ბოთლი წითელი და თეთრი ღვინო პირდაპირ ქუჩაში დაღვარეს. რატომ? აი არგუმენტი – „შიდა ბაზრის დაცვა“, ან რეაქცია „არასამართლიან კონკურენციაზე“. აი The Telegraph-ის ორიგინალი სტატიაც იხილეთ …

რატომ გააკეთეს ეს ფრანგმა მეღვინეებმა?

  1. როგორ სტატიაშია ნახსენები ფრანგი მეღვინეები თვლიან, რომ საფრანგეთში ღვინის ბაზარს საკმარისად არ იცავენ. პრობლემა კი ისაა, რომ სხვადასხვა მიზეზთა გამო იტალიური და ესპანური ღვინოები საფრანგეთში უფრო იაფად იყიდება. ეს კი აგდებს ფრანგული ღვინის გაყიდვებს.
  1. ესპანური ღვინის სიიაფის სერიოზული მიზეზი ფრანგი მეღვინეების აზრით ესპანელების მიერ თავის ღვინოში სამხრეთ ამერიკული ღვინოების შერევაა. ზოგი კი თურმე უფრო შორსაც მიდის და თავისი ღვინოზე ეტიკეტს – „დამზადებულია საფრანგეთში“ ათავსებს.
  1. დავაკვირდეთ რიცხვებს, რაც დამატებითი მიზეზია ფრანგი მეღვინეების ასაღელვებლად: საფრანგეთი ესპანური ღვინის ყველაზე დიდი მყიდველი ყოფილა – 580 მილიონი ლიტრი 2014-ში, 2013-დან თითქმის 40%-იანი ზრდა. თან საფრანგეთმა დაკარგა ღვინის ყველაზე დიდ მწარმოებლის სტატუსი [2015 წელს 4700 მილიონი ლიტრი]. პირველზეა იტალია – 4900 მილიონი ლიტრი 2015 წელს.

სტატიის თანახმად ფრანგი მეღვინეები ეცადნენ ადგილობრივ ხელისუფლებას მათთვის მოესმინა, მაგრამ როცა არაფერი გამოვიდა გადაწყვიტეს ხელში თვითონ აეღოთ ინიციატივა.

ეს განსაკუთრებით საინტერესოდ მეჩვენა …

სტატიაში ნახსენებია, რომ ფრანგ მეღვინეებს ჰყავთ რადიკალური ფრთა – le Crav – the Comité Régional d’Action Viticole, რომელიც თურმე მთავარი „დამრტყმელი მუშტი“ ყოფილა მსგავსი ოპერაციების დროს და ბოლო წლების მანძილზე არაერთხელ მიუმართავთ კიდეც გადამჭრელი ქმედებებისკენ.

2015 წელს საქართველოში 1,044,000,000+ USD საერთაშორისო გადმორიცხვებიდან, 1,800,000,000+ USD ინვესტიციების სახით, 1,935,000,000+ USD ტურიზმიდან შემოსავალი, 2,089,000,000+ USD ექსპორტიდან მიიღო. თუმცა 7,621,000,000+ USD იმპორტის შედეგად ქვეყანა მაინც 762,000,000 USD მინუსში დარჩა. ვინმე იცავს 12,000,000,000 ლარის მოცულობის შიდა ბაზარს საქართველოში?