ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!

[ფოტოები] შემოდგომის ზეიმი ქარვასლაში, 4-5 ნოემბერს

სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლას ორგანიებით 4-5 ნოემბერს ც. დადიანის 7-ში შემოდგომის ზეიმი მიმდინარეობს. სახეიმო განწყობას კი ქართული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა ამშვენებს. სადაც ქართული ნაწარმია იქა ვართ ჩვენც :), ჰოდა ქარვასლაში შემოდგომის ზეიმს გამოვტოვებდით?

ვესტუმრე რა თქმა უნდა, „ხალხში გავერიე“ და ფოტოებიც გადავიღე თქვენთვის …