ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
შაქრის-ნამცხვარი-სეზამის-მარცვლებით

შაქრის ნამცხვარი სეზამის მარცვლებით

უგემრიელესი ქართული ნამცხვრები, რომელთა ფონზეც იმპორტულები უბრალოდ არ ჩანან. ამჯერად კი ეს 82 თეთრიანი ნამცხვრების კომპლექტი გუდვილში შევიძინე. დილით, ჩაისთან ერთად მე პირადად ძალიან მომწონს.

ჯორჯიან ბეიკერსი უკვე კარგა ხანია ბაზარზეა და მისი პროდუქტს ათასობით ობიექტში შეხვდებით მთელი საქართველოს მასშტაბით. ბედნიერი ვარ რომ საქართველოში ასეთი წარმოება გვაქვს. მხოლოდ ორ შენიშვნას მივცემდი მწარმოებელს: Facebook გვერდი გასააქტიურებელი გაქვთ, საიტი კი შესაცვლელი გაქვთ მთლიანად.

შაქრის ნამცხვარი სეზამის მარცვლებით მართლაც გემრიელია. არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს და კონსერვანტებს. შენახვის ვადა აქვს 6 თვემდე. წონა – 80 გრამი.

გასინჯეთ და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება 🙂