ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > შამპუნი სტიმულიტი – თმის ცვენისა და ქერტლის საწინააღმდეგოდ

შამპუნი სტიმულიტი – თმის ცვენისა და ქერტლის საწინააღმდეგოდ

ქართულია & kar.ge-ა!

რა ჯობს ლამაზ და ბზინვარე  თმას? თმის მოვლა უფრო მარტივი ხდება როდესაც კარგი შამპუნი გაქვთ. წარმოგიდგენთ შამპუნ “სტიმულიტს”, რომელიც თმას  განსაკუთრებულად ლამაზსა  და მიმზიდველს ხდის.

3 მიზეზი თუ რატომ უნდა შეიძინოთ შამპუნი სტიმულიტი:

1. .ქიმიური შამპუნების უმეტესობას ახასიათებს შემდეგი თვისება: ჩამორეცხვის შემდეგ, შამპუნი ბოლომდე არ შორდება თმებს და თავის კანს, ტოვებს არასასიამოვნო შეგრძნებას, რომ თმები თითქოს “გაზიპულია”, “გაგლესილია” შამპუნის ნარჩენებით. ამ ნარჩენების გასანეიტრალებლად, საჭირო ხდება თმებზე დამატებითი სპეციალური სავლების გადავლება, რომ თავის კანი მოვიდეს ნორმალურ მდგომარეობაში და შამპუნის მიკრო-აპკი ჩამოირეცხოს თმის საფარიდან. “სტიმულიტი” შხაპის ქვეშ სრულებით ცილდება თმის საფარს, თმები და კანი იდეალურად იწმინდება და ნიშნად არაჩვეულებრივი სისუფთავისა, თმები ხდება ფაფუკი, იძენს მოცულობას.

2. რადგან სტიმულიტი ნატურალურ მცენარეულ ექსტრაქტებს შეიცავს, მას გააჩნია კარგი გამანეიტრალებელი თვისება. მისი გამოყენება ასევე რეკომენდებულია უშუალოდ თმების შეღებვის შემდეგაც, რათა თმის საფარს და თავის კანს ჩამოცილდეს მავნე ტოქსინები (მძიმე ლითონების მარილთა ნაშთები), რომლებსაც მასიურად იყენებენ საღებავებში თმის გაუფერულების და შეღებვის მიზნით. “სტიმულიტი” აბალანსებს თავის კანისა და თმების pH მაჩვენებელს;

3. მცენარეული შამპუნი- ბალზამი სტიმულიტი კარგი საშუალებაა ჩვილი და მცირეწლოვანი ასაკის ბავშვებისთვის: იგი არ აღიზიანებს თვალებს, უხდება ალერგიულ კანს და თავისი მშვენიერი სურნელით ახალისებს პატარას.

შეიძინეთ შამპუნი სტიმულიტი და თავად დარწმუნდით მის შესაძლებლობებში. “ავერსის” აფთიაქში 6 ლარი გადავიხადე 270 გრამიან შეფუთვაში.

 

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.