ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!

[ფოტოები] ტრადიციად ქცეული ქართული ყველის ფესტივალი შედგა!

ტრადიციულად ქცეული ქართული ყველის ფესტივალი შედგა!

ფესტივალზე ყველა რეგიონი საკუთარი ყველის სახეობებს წარმოადგენდა!

გამოფენილი იყო როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები.  ფესტივალზე ყველის ოსტატების მიერ ნაჩვენები იყო ყველის ამოყვანის მეთოდები. მოქალაქეები გაეცნენ დამბალ ხაჭოს, მუჩლისა და სხვა ყველის სახეობების დამზადების პროცესს. ყველის ფესტივალში 50 ყველის მწარმოებელი კომპანია იღებდა მონაწილეობას.

მე ცოტა გვიან მივედი და ბევრი დახლი უკვე დაცარიელებული იყო. დარჩენილებთან კი ვერ მიხვიდოდი ისეთი რიგები იდგა. გაეყიდათ ყველაფერი … რაც ძალიან კარგია!

რაც მოვასწარი, ფოტოებზე აღვბეჭდე!

ჰო,

ყველის გარდა იქ იყო თაფლი, ღვინო და სხვა რიგი ქართული ნაწარმი!