ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ღვინო ფიროსმანი „თამადასაგან“

ღვინო ფიროსმანი „თამადასაგან“

ქართულია & kar.ge-ა!

ძალიან მიყვარს წითელი ნახევრად ტკბილი ღვინოები, განსაკუთრებით კი ქინძმარაული, თუმცა სულ ვცდილობ სხვადასხვა დასახელების, მწარმოებლისა და ტიპის ღვინოები დავაგემოვნო. ჰოდა ამჯერად სტუმრების გამასპინძლების მიზნით შევიძინე ღვინო „ფიროსმანი“ თამადასაგან.

თამადა შპს „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური კომპანიის“, იგივე GWS-ის სამარკო ნიშანია. 1993 წელს დაარსებული კომპანია დღესაც წარმატებულად აგრძელებს მოღვაწეობას ქართულ თუ უცხოურ ბაზარზე. GWS-ი შედის იმ კომპანიათა რიცხვში, რომელთაც ერთ-ერთმა პირველებმა მოახერხეს 2005 წელს ISO 9001 – სა და 2008 წელს ISO 22000 – ის სერტიფიცირების პროცესის წარმატებით გავლა. კომპანიის საიტი რეკონსტრუქციის პროცესშია, თუმცა აქტიური გვერდები აქვთ Facebook-ზე, tweeter-სა და youtube-ზე.

ფიროსმანი სუფრის ღვინოა, მუქი წითელი ფერის, მაყვლის ტონები მწიფე ალუბალთან შეყვილებული რბილ და სასიამოვნო გემოს ქმნის. შესანიშნავია რაჭულ ლორთან, ცხარე ჩილის სოუსის პიცასთან, თხილთან, ჩირთან, ყველთან. მიირთვით გაგრილებული და არა ძალიან ცივი. მიირთვით, მართაც საამური დასალევია.

გახსნაზე როგორ ვიწვალე, თვითონაც ხედავთ, თუმცა ღირდა, ნამდვილად ღირდა

დასასრულს გიტოვებთ სპეციალურად ამ ღვინოსთვის შექმნილ სარეკლამო რგოლს

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.