ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ექსპორტი > ქართული ღვინის დეგუსტაციები მელბურნში, ავსტრალია

ქართული ღვინის დეგუსტაციები მელბურნში, ავსტრალია

ღვინის სააგენტოს, ადგილობრივი იმპორტიორისა და ქართველი მწარმოებლების ინიციატივით მელბურნში ქართული ღვინის დეგუსტაცია მიმდინარეობს. ათობით ადგილობრივი სომელიე, ღვინის მწერალი, მყიდველი და მედიის წარმომადგენელი არის ჩართული ამ პროცესში.

რესტორნიდან რესტორნამდე …

ადგილობრივი იმპორტიორის დამსახურებით ქართული ღვინოების დეგუსტაცია წინასწარ კარგად მომზადდა და იგი სხვადასხვა რესტორანში ტარდება.

ღვინის სამყაროში აზრთა გაზიარება მუდმივად ხდება და რაც უფო ხშირად გასინჯავენ და მოისმენენ ქართულ ღვინოზე, რაც უფრო ბევრ რესტორანში შეხვდებიან ქართულ ღვინოს, მით უფო გაიზრდება ცნობაობაც გაყიდვაც და აღიარებაც.

აი ის ქართული ღვინოები, რომლებიც ჩატანილია ავსტრალიაში:

ხოხბის ცრემლები
ნიკოლაძეების მარანი
ოქრო ღვინო
მარიამ იოსებიძეს მარანი
ანთაძეების მარანი
იაგოს ღვინო

მადლობა იაგო ბითარიშვილს ინფორმაციის/ფოტოების გავრცელებისათვის.