ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მოძრაობა kar.ge > ღვინის ბარი “ვინერია“ “KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2019“-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს

ღვინის ბარი “ვინერია“ “KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2019“-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს

2019 წლის 11 აპრილს, ხუთშაბათს, მოძრაობა KAR.GE-ს ყოველწლიური გამოცემის – “KAR.GE Export Catalogue 2019”-ს პრეზენტაცია შედგება. ამ მეტად პრესტიჟულ ღონისძიებას გამორჩეული ღვინის ბარი – „ვინერია“ უმასპინძლებს.

ვინერია” ქართული ღვინის ახალი, კონცეპტუალური სივრცეა, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ პროფესიონალურად შერჩეული ღვინოები, შეახამონ კერძებთან და ამავდროულად, ინტერაქტიურ ფორმატში მიიღონ ინფორმაცია ქართული მეღვინეობის ისტორიისა და თანამედროვე ტენდენციების შესახებ.

უკიდურესად დახვეწილი ინტერიერის დიზაინი, სამზარეულო, მომსახურება, ღვინოების დიდი არჩევანი, საკონფერენციო სივრცე, თონე … შეათვალიერეთ ადგილი, რომელიც თქვენი ღონისძიებებისთვისაც შეუცვლელი ადგილი გახდება.