ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > KAR.GE მედიაში > როგორ პროგრესირებს ქართული და კარგი საქმე?

როგორ პროგრესირებს ქართული და კარგი საქმე?

დიდი მადლობა ქალბატონ მადონა კოიძეს და პირველ რადიოს, რომ გადაცემაში „ვირჩევ ხარისხს“ ჩემი მოსაზრებების გამოთქმის საშუალება მომეცა. მიმოვიხილეთ მოძრაობა KAR.GE-ს ბოლოდროინდელი საქმიანობა და მიღწევები.

განსაკურებული აქცენტი გაკეთდა იმ კონკრეტულ სვლებზე, რასაც საქართველოს პრეზიდენტი უკვე აკეთებს. ასევე ყურადღება გამახვილდა მთავრობის ქმედებებზე ქართული ნაწარმის პოპულარიზების მიმართულებით.