ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > სიახლე > ქართული პროდუქცია რუმინეთში Nyeleni Europe-ზე

ქართული პროდუქცია რუმინეთში Nyeleni Europe-ზე

ეს არის რუმინეთში, კლუჟ-ნაპოკაში ორგანიზებული Nyeleni Europe – ევროპის მეორე ფორუმი …
ორგანიზატორი – საერთაშორისო მოძრაობა სასურსათო სუვერენიტეტისათვის
ჩატარების პერიოდი – 26-30 ოქტომბერი, 2016 …
და რა თქმა უნდა ქართული პროდუქციის პრეზენტაციაც მოხდა …

10 კაციანი ქართული დელეგაცია ელკანას თამადობითა და ორგანიზატორობით მოხვდა იქ. რამდენადაც გავარკვიე საორგანიზაციო საკითხებში ლომის წილი თავად რუმინეთის მხარემ და OXFAM-მა შეიტანეს. დიდი მადლობა ყველა ორგანიზატორს და მონაწილეს ქართული ნაწარმის წარმოჩენისათვის (y)

რა არის წარმოდგენილი Nyeleni Europe-ზე?
ქართული ღვინო
თაფლი
ჩურჩხელა
ყველი
გოზინაყი
ჩაი
კალტი
ყაღი
ჯემი
თხილი
კაკალი
… და ა.შ.

ყაღი იცით რა არის?
ეს ყოფილა ხორცის ჩირი, ანუ გამომშრალი ხორცი …
[თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირველად გავიგე დღეს ეს სახელი. ჯერ გასინჯული არ მაქვს …]

ინებეთ სურათებიც …

დიდი მადლობა „ეკობიჭს“ – ნოდარ ტოხოსაშვილს ამ ფოტოების მოწოდებისათვის!