ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ადგილობრივი საწარმო > გაიცანით „ქართული პრემიუმი“-ს ხორცპროდუქტების საწარმო

გაიცანით „ქართული პრემიუმი“-ს ხორცპროდუქტების საწარმო

ხორცპროდუქტები გიყვართ?
ძეხვი, შებოლილები, სოსიები და ა.შ. გემრიელობები …
გაინტერესებთ ხომ სად მზადდება პროდუქცია?
მიტომაც დავდივართ, ვსტუმრობთ წარმოებებს და ვაკეთებთ FB Live-ებს.

და იცით რას გეტყვით? თითოეული ეს ვიდეო არის 100% ცოცხალი! ყოველგვარი მონტაჟისა და მაიმუნობის გარეშე. კი, კადრიც დახტუნავს და კომენტარებიც ვერაა ხშირად დალაგებული, მაგრამ ძირითადებს ყოველთვის ვამბობთ და საწარმოებასაც ყოველგვარი შელამაზების გარეშე გიჩვენებთ! სწორედ ეს ბუნებრიობაა, რაც ყველაზე მეტად ფასობს.

დღეს, 2018 წლის 5 ივნისს „ქართულ პრემიუმს“ ვესტუმრეთ. წარმოება თბილისში, ჭყონდიდელის 87-ში მდებარეობს. რა უნდა გვახსოვდეს?

1. ნედლეული არის 100% ხორცი და 100% ქართული. საქონლის ხორცი მოაქვთ აგლაძის მაცივრებიდან (სპეციალურად მინდვრის საქონლის და არა ბაგურ კვებაზე მყოფის). ღორის ხორცი კი მოაქვთ მჭადიჯვრიდან, სადაც არის ღორსაშენი;

2. პროდუქცია არის პრემიუმ ხარისხის და მიეწოდება მაღალი კლასის სასტუმროებს, რესტორნებს და კლიენტებს. პროდუქციის ყიდვა შეგიძლიათ თავად საწარმოდან (ჭყონდიდელის 87) ან “ქართული პრემიუმი”-ს საფირმო ობიექტში, რომელიც თბილისში, საბურთალოზე, ზაქარიაძის 3-ში მდებარეობს;

3. ამ საოჯახო ბიზნესს უძღვებიან მამა და 5 ვაჟკაცი, რომლებიც მთელი ოჯახით არიან ჩართული თქვენთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის დამზადების და მოწოდების საქმეში.

მეტი და მეტი ასეთი წარმოება საქართველოს!
გააზიარეთ გთხოვთ, რათა ყველამ ნახოს რა პირობებში მზადდება პროდუქცია!

#ესპროდუქციაჩვენია
#ქართულიადაკარგია