ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > გამარჯვებული საქართველო > ქართული მოდა – მსოფლიო აღიარება VOGUE-ის საიტზე
ქართული მოდა - მსოფლიო აღიარება VOGUE-ის საიტზე

ქართული მოდა – მსოფლიო აღიარება VOGUE-ის საიტზე

რითი შეგვიძლია ჩვენ გავაკვირვოთ მსოფლიო? მიმბაძველობით? მარსზე ადამიანის გაშვებით? უკეთესი ველოსიპედის გამოგონებით? არა … მხოლოდ იმით რაც ჩვენია, რაც ჩვენშია, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს … სწორედ ამ ელემენტებზეა ხაზგასმა ამ სტატიაში, თორემ არც კი გაგაცდენდით …

ყოველ ჯერზე, როცა უცხოურ ბრენდულ პრესაში ან ღონისძიებაში ქართულის ხსენებაა, ეს ჩვენი სიამაყის სიმებს საგრძნობლად ჩამოკრავს ხოლმე. VOGUE უკვე თემაა და როცა მის საიტზე სტატია დევს სადაც ქართულს გიქებენ, ეს მით უმეტეს თემაა!

5-9 ნოემბერს თბილისში მერსედეს ბენცის მოდის დღეები გაიმართა. მისი გამოძახილია ეს პუბლიკაცია, სადაც პირდაპირაა ხაზგასმული ქართული ელემენტების ნამუშევრებში აქტიურად შემოტანის თემა. „განესხვავე ან მოკვდი“ – უუმარტივესი პრინციპია, რომელიც პრაქტიკაში არც თუ ისე ადვილი განსახორციელებელია მიუხედავად იმისა, რომ მეტად მარტივ რამეს გულისხმობს: იყავი ვინცა ხარ!

ქართული ბრენდები, რომელიც სტატიაშია ნახსენები: სამოსელი პირველი, სოფო გონგლიაშვილი, ანკა ციციშვილი, სიმონ მაჩაბელი, ირაკლი ნასიძე, SoYou by Yana Kobaladze და აქსესუარების ბრენდი 711. თითოეულზე ხაზგასმულია ქართული ელემენტის არსებობა. და თითოეული ძალიან დადებით ტონალობებშია დახასიათებელი.

წარმატებები ყველას, ვისაც ქართული „გააქვს“ პლანეტარული მასშტაბით!