ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > აღმოაჩინეთ ქართული კვერცხი – გლეხური
კვერცხი გლეხური

აღმოაჩინეთ ქართული კვერცხი – გლეხური

ქართულია & kar.ge-ა!

გარდაბანი ცნობილია სოფლის მეურნეობის პროდუქტებით. სოფელი სართიჭალა კი ამიერიდან იმითაც იქნება ცნობილი, რომ აქ ქართული კვერცხი იწარმოება. შპს „სართიჭალა 777“ არის ამ საკითხში „დამნაშავე“. კვერცხი გლეხური ნაღდი ქართული პროდუქტია!

სადაც კვერცხია იქ ქათამიცაა, ხოლო სადაც ქათამია იქ სხვა ბევრიც უნდა იყოს, თუმცა მწარმოებელს არც საიტი აქვს და არც facebook გვერდი. საწარმოს მდებარეობის ინფორმაციას დეტალურად ვერ ვიგებთ. ალბათ „ზარი ახლობელთან“ არის საჭირო bcat კატალოგში მითითებულ ტელეფონზე.

მოკლედ, ბრენდინგი ვერ ბრწყინავს, მაგრამ კვერცხი გლეხური გემრიელია, დახლზე დევს და იყიდება.

 

თქვენც იყიდეთ, გასინჯეთ და დაწერეთ თქვენი აზრი : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.