ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ფუტკრის ფეხგუნდა, იგივე ყვავილის მტვერი
ყვავილის მტვერი

ფუტკრის ფეხგუნდა, იგივე ყვავილის მტვერი

26 მაისს კიდევ ერთი მარგალიტი აღმოვაჩინე – ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საფუტკრე მეურნეობა თაფლიკაცი -ს [Facebook გვერდი] დამზადებული ფუტკრის ფეხგუნდა. როგორც გავარკვიე [მომიტევეთ ამ საკითხში დეტალების უცოდინარობა] ფუტკრის ფეხგუნდა ძალიან სასარგებლო ყოფილა. აი რა აღმოვაჩინე:

ყვავილის მტვერი არის მუშა ფუტკრის მიერ ყვავილის მტვრიანადან მოპოვებული მცენარის მამრობითი ნაწილი (ფეხგუნდა). ვიტამინები: A, B1, B2, B5, B6, B12, H, D, E, PP, K; მიკროელემენტები: კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, ცინკი, მარგანეცი, ქრომი, იოდი და სხვა. რაც უფრო მრავალფეროვანია ყვავილის მტვერი, მით უფრო მაღალია მისი ეფექტურობა

მოქმედება:

  • ყვავილის მტვერი შეიცავს 240-მდე აქტიურ ნივთიერებას, მათ შორის ყველა შეუცვლელ ამინომჟავას, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ბიოლოგიური პროცესების ნორმალური წარმართვისა და სიცოცხლისუნარიანობის ამაღლებისთვის აუცილებელია.
  • ყვავილის მტვრის შემადგენლობაში არის ყველა ის მიკროელემენტი, რომელსაც შეიცავს ადამიანის სისხლი. ის სისხლწარმოქმნის ბრწყინვალე სტიმულატორია, ხელს უწყობს სისხლში ერითროციტების და ლეიკოციტების სწრაფ მატებას, ზრდის ჰემოგლობინის დონეს.
  • ყვავილის მტვერი ამცირებს სისხლის შედედების უნარს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა თრომბის, ინფარქტის, ინსულტის დროს, იგი ამაგრებს კაპილარებს, ამცირებს ხოლესტერინის შემცველობას სისხლში.
  • ჰიპერტონიული დაავადებისას ყვავილის მტვერი საგრძნობლად ამცირებს წნევას. იგი გამოიყენება დაბალი წნევის დროსაც (ამ დროს მისი მიღება ხდება ჭამის შემდეგ). ყვავილის მტვერის ნარევი თაფლთან განსაკუთრებულ შედეგს იძლევა გულის იშემიური დაავადებებისას, ხდება გულის რითმის მოწესრიგება.
  • ყვავილის მტვერს გააჩნია დაზიანებული ქსოვილებისა და უჯრედების რეგენერაციის უნარი, რაც განსაკუთრებით ვლინდება ღვიძლის დაავადებებისას
  • (ცეროზი, ბოტკინი, ექინოკოკი), აგრეთვე ნაღვლის ბუშტის (ქოლეცისტიტის ) დაავადების დროს.
  • ყვავილის მტვერი არეგულირებს ნერვიული და ენდოკრინოლოგიურ სისტემას, ააქტიურებს ინსულინის გამოყოფას, ამიტომ ეფექტურია შაქრიანი დიაბეტისას. იგი იცავს კუჭ-ნაწლავს ინფექციისგან და არეგულირებს მის ფუნქციონირებას.
  • ყვავილის მტვერი განსაკუთრებით ეფექტურია პროსტატიტის, პროსტატის ადენომისას და იმპოტენციის დროს. აძლიერებს სქესობრივ პოტენციას.
  • ყვავილის მტვერი აღადგენს და აძლიერებს იმუნერ სისტემას, აძლიერებს ორგანიზმის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას. ყვავილის მტვერი ეს არის უსაზღვრო ენრგია.
  • ყვავილის მტვერი ამაღლებს რა ფარმაკოპრეპარატების სამკურნალო ეფექტურობას ერთდროულად ამცირებს მათ ტოქსიკურობასა და ხშირად მთლიანად გამორიცხავს მათგან გვერდით მოვლენებს.
  • თუ ყვავილის მტვერთან ერთად მივიღებთ სადედე რძეს, პროპოლისს, თაფლს მკურნალობის ეფექტურობა საგრძნობლად გაიზრდება.

მიღების წესი:

  • ზრდასრულთათვის დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წთ-ით ადრე 1 ჩაის კოვზი.
  • მოზრდილთათვის ზრდასრულის ნახევარი დოზა.

უკუჩვენება: მეფუტკრეობის პროდუქტისადმი ალერგიის შემთხვევაში, ყვავილის მტვერი ამცირებს სისხლის შედედების უნარს, ამიტომ იმ პირთათვის რომლებსად ახასიათებს სისხლდენა მისი მიღება არ არის რეკომენდირებული.

შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ ცივ და ბნელ ადგილას

 

წყარო – http://nikogzirishvili.blogspot.com/p/blog-page_1177.html

PS.

მე ვფიქრობ, რომ ეს პროდუქტი, რომელიც ასეთი სასარგებლოა და 8 ლარი ღირს, განსაკუთრებული მიზნობრივი აუდიტორიისათვისაა და სხვაგვარად უნდა დაიბრენდოს. აი მიდევს ეს შუშა სახლში რა და მოვუხერხო არ ვიცი. უმად ოდნავ თუ გავკვნეტ, რაღაც არ მიდის … ჩაიში გავურიე და გაციების ჩაები რომ არის, საშინელი სუნით და უგემური, იმას დაემსგავსა … მოკლედ, როგორ მივირთვა ისე, რომ თან სიამოვნება მივიღო არ ვიცი და იქნებ მასწავლოთ …

 

PS2 [დავარედაქტირე 7 ივნისს]

ამ სტატიის დადების დღიდან ბევრმა ადამიანმა იკითხა თუ სად შეიძლებოდა ფუტკრის ფეხგუნდის ყიდვა. იმდენად ბევრმა, რომ დღეს ავიღე ტელეფონი, გადავრეკე და გავარკვიე შემდეგი: თბილისში შეგიძლიათ იყიდოთ ღვინის გალერეაში – წინამძღვრიშვილის 39. ხოლო თუ თქვენს სავაჭრო ობიექტში გნებავთ პროდუქტის შეტანა, ან სხვა რამ დეტალებისათვის პირდაპირ დაურეკეთ შალვა კალანდარიშვილს, კომპანია თაფლიკაცის წარმომადგენელს ტელეფონზე – 577 400 899