ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ქართული & KAR.GE > აზრი > ფული და უფულობა … ილია ჭავჭავაძე
უფულო და ფულიანი

ფული და უფულობა … ილია ჭავჭავაძე

“უფულო ერი ერთა შორის და უფულო კაცი ადამიანთა შორის ყმაა ფულიანისა”

ილია ჭავჭავაძე, 1837-1907

 

სადაო არაფერია, ეკონომიკური თავისუფლება ყველანაირი თავისუფლების სათავეშია. მაშინ დგახარ მყარად, როცა ფული გაქვს. ვინც რა უნდა “ტვინის მასაჟი” ჩაგიტაროს გინდა არ გინდა ასეა! ეკონომიკური თავისუფლება კი დგება მაშინ, როცა მეტი შემოგდის, ვიდრე გაგდის. ეს ასეა შენს, ჩემს, ბიზნესის, ოჯახის და ასევე ქვეყნის შემთხვევაში.

საქართველო კი ყოველწლიურად კიდევ და კიდევ უფრო მეტად ღარიბდება. 2014 წელს 5,735,000,000+ აშშ დოლარით, 2015 წლის პირველ 6 თვეში კი უკვე 2,598,000,000+ აშშ დოლარით! მაჩანჩალა ქვეყანა კი არავის სჭრიდება, არც ევროკავშირში, არც ნატოში და … ასეთი მხოლოდ ევრაზიულ კავშირში სჭირდება რუსეთს – მასზე აკიდებული იმპოტენტი, რომელსაც ყველა მყესს გადაუჭრის და როცა უნდა “გადაუვლის”!

მაშ, რა ვქნათ?

ერთადერთი რამ – ქართული წარმოების პროდუქცია უნდა ვიყიდოთ! დიახ, ქართული უნდა ვიყიდოთ მიუხედავად იმისა რომ რთული მოსაძებნია,  რომ იდეალური ხარისხის არ არის და რომ პოპულარული არ არის ქართულის ყიდვა! ასე თარგმნეთ სადღეგრძელო – „საქართველოს გაუმარჯოს!“ კონკრეტულ ქმედებაში.