ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ანალიტიკა > ფულადი გზავნილები საქართველოში 2015 წლის ივლისში
ფულადი გზავნილები

ფულადი გზავნილები საქართველოში 2015 წლის ივლისში

ფულადი გზავნილების ორი ძირითადი ნაკადი რუსეთიდან და საბერძნეთიდან მოდის. ორივეგან პრობლემებია. პრობლემები კი მყისიერად აისახება გადმორიცხვებზე. ეროვნულმა ბანკმა ივლისის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით 2015 წლის ივლისში 2014 წლის ივლისთან შედარებით კლება არის სერიოზული – მთელი 31 %-ით.

განსაკუთრებით შემცირებულია საბერძნეთიდან ჩამორიცხვები. თუ თვის საშუალო 13 მილიონის დიაპაზონში მერყეობდა, ამ წლის ივლისში სულ 4.5 მილიონს შეადგენდა. ჯამში გასულ თვეში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 93.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 210.7 მლნ ლარი შეადგინა.

უდაოა, რომ საზღვარგარეთ მომუშავე ქართველების მიერ გამოგზავნილი ფული, რომელიც მილიარდზე მეტ აშშ დოლარს შეადგენს მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკაში, ტურიზმის შემოსავლებთან ერთად. თუმცა ეს მეტად არამდგრადი წყაროებია და დიდად არის დამოკიდებული საერთაშორისო პროცესებზე და პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზე