ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > KAR.GE მედიაში > ბიზნეს ფორუმი: მედია ინდუსტრია 2016

ბიზნეს ფორუმი: მედია ინდუსტრია 2016

მეტად საინტერესო ფორუმი გაიმართა 14 ივლისს. მთავარი თემა იყო მედია, ოღონდ მედია როგორც ბიზნესი. ძალიან დიდი მადლობა Business Georgia-ს ამ ტიპის ფორუმის პირველად ორგანიზებისათვის და საქართველოს ბანკს მისი მხარდაჭერისათვის. ძალიან დიდი მადლობა სპიკერებს, რომელთაც თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს.

მე პირადად გარდა მეტად საინტერესო და სასარგებლო იდეების მიღებისაა, ბევრი მეგობარი მოვინახულე და ბევრიც გავიცანი. ქვემოთ მოკლედ ჩამოვაყალიბებ თუ რა არის საჭირო საქართველოში მედიის განვითარებისათვის, ჩემს მოკრძალებულ ხედვას რა თქმა უნდა.

  1. საქართველოში გვაქვს ის მედია, რასაც უკვეთავს მედიის მომხმარებელი, ანუ ჩვენ, ადამიანები. ქართულ მედია სივრცეში მოთამაშეების რაოდენობა დიდია [გავიგე, რომ მარტო ტელევიზია ყოფილა 64] და იზრდება. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს როგორც ბიზნესი არის მომგებიანი. მეტიც, უმეტესი ნაწილი არის ფინანსურად წამგებიანი.
  2. მედია საქართველოში საზრდოობს ორი წყაროდან. ესენია პოლიტიკა და ბიზნესი. ერთიც და მეორეც ინახავენ ქართულ მედიას უკვე მრავალი წელია. არ ვიტყვი, რომ ეს არის ცუდი ან კარგი, ეს არის ქართული მოცემულობა, რომელთანაც უნდა ვიმუშავოთ. და ეს ასე იქნება ყოველთვის, იმიტომ, რომ მედია უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ ბიზნესი.
  3. დღეს მედია ბაზარი საქართველოში დაახლოებით 100 მილიონი ლარია. რა თქმა უნდა ლეგიტიმურია საუბარი იმაზე, თუ რომელი მედიები როგორ ინაწილებენ ამ ფულს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჯობია იმაზე ვიმსჯელოთ თუ როგორ გავზარდოთ ეს 100 მილიონი, 200 მილიონამდე. ამ საკითხში თავად მედიის როლია მეტად მნიშვნელოვანი.

მომეცა შესაძლებლობა გამეკეთებინა ჩემი კომენტარიც და აი ისინი. პირველი ტკ იბერიას ეთერში, რომელიც იმავე დღეს, 14 ივლისს 19:00 გამოშვებაში გავიდა და მეორე IMEDIA-ს Live ტრანსლაციისას, რომელიც იქვე, მერიოტიდან შედგა და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა მათივე Facebook გვერდიდან.