ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
ბახმარო

უნიკალური ბახმარო გაახლებული ბოთლით და პრემიუმ შეფუთვით

არ დაგიმალავთ და სასტიკად ვბრაზდები დახლზე იმპორტულ წყალს რომ ვხედავ … ე.ი. იყიდება კიდეც, ე.ი. ვიღაც ყანწპატრიოტი ყიდულობს კიდეც … ამიხსენით, წყლით მდიდარ ქვეყანაში იმპორტული წყალი მომხმარებელმა რატომ უნდა იყიდოს?

ბახმარო – ამ წყლის დადებითი თვისებების შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ უკვე ვიცი [აი აქედან]. მეტიც, ვიცი მთავარი – ქართულია & კარგია! მით უმეტეს როცა ვხედავ როგორ ვითარდება კომპანია წყალი მარგებელის ხელში. ეს გაახლებული ბოთლის და შეფუთვის მქონე ბახმარო რომ არ მეყიდა, უბრალოდ ვერ შევძელი ისე მიცქერდა დახლიდან. თან უკვე პეტის ბოთლებში ჩამოსხმული წყლის შეფუთვებიც გაუახლებიათ.

1 ლარი მივეცი გუდვილში ამ 250 მილილიტრიან ბოთლში. ძალიან გაბერილი ფასი მგონია რაღა დაგიმალოთ და, თუმცა შეფუთვა მართლა კარგი გამოვიდა, სასტიკად გამოირჩევა გახლს რომ გახედავ პირდაპირ თვალში გივარდება … თან აქცენტს ეგრევე ნამდვილ ბუნებაზე და ნატურალობაზე აკეთებ ქვეცნობიერის დონეზე. BRAVO!

იყიდეთ, გასინჯეთ და გამიზიარეთ თქვენც იგივე გრძნობა თუ დაგეუფლებათ … 🙂