ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > გამარჯვებული საქართველო > უნიკალური აღმოჩენა, რომელიც სულ ახლახან გაკეთდა …
აღმოჩენა

უნიკალური აღმოჩენა, რომელიც სულ ახლახან გაკეთდა …

ცოტა ხნის წინ გავიგე ამ უნიკალური აღმოჩენის შესახებ …

საქართველოს ეროვნული მუზეუმის უძველესი თბილისის შემსწავლელმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ არქეოლოგ მიხეილ აბრამიშვილის ხელმძღვანელობით დიღომში, თრელიგორების უძველესი ნასახლარის ტერიტორიაზე  ჩვ.წ-მდე I ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით დათარიღებული ქართლის (იბერიის) სამეფოს უადრესი ხანის  მარნისა და ტაძრის ნაშთებს მიაკვლია.

ეხლა წარმოიდგინეთ, 2000 მეტი წლის წინ, ადგილობრივის მიერ ქვევრში დაყენებული ღვინის ნარჩენების გამოკვლევა რომ ჩატარდება რამოდენა მნიშვნელობის ინფორმაციას მოგვცემს მაშინდელი ღვინის კულტურის შესახებ …

ასეთი ამბავი ერთ-რი ნიუსის ღირსია? ეს ხომ მსოფლიო მასშტაბით ზარ-ზეიმის ატეხვის მიზეზი უნდა იყოს? თუ ძინავთ სათანადო სტრუქტურებს?

წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი