ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ტირამისუ – ბარამბოს შოკოლადი
ბარამბო ტირამისუ

ტირამისუ – ბარამბოს შოკოლადი

5 წელია რაც ბარამბო ბაზარზე არსებობს. კომპანიამ შოკოლადებით დაიწყო და დღეს უკვე მისი ასორტიმენტი ასობით პროდუქტს მოითვლის სხვადასხვა პროდუქტის კატეგორიაში კანფეტებიდან დაწყებული ნაყინების ჩათვლით. კომპანია მარკეტინგულადაც სერიოზულად აქტიურობს, რადგან მის ბაზარზე გაჩერება ნიშნავს „ჩაჩოჩებას“.

ვრცელ ასორტიმენტში შეუძლებელია ყველაფერი ერთნაირად კარგი გექნეს, ზოგი აშკარად ჩამოცდება ხარისხის მაღალ თამასას, მაგრამ ბარამბოს ტირამისუ – ერთ-ერთია ბარამბოს უგემრიელეს შოკოლადებს შორის, რომელიც მართლა კარგია! ამის დასტურია, რომ ოჯახში ხშირად ვყიდულობთ.

2.35 ღირს დახლზე, ადრე რომ ვიყიდე ფასი 2.2 ლარი იყო, რამოდენიმე თვის წინ კი სანამ ლარი გაჭენდებოდა 1.8 ლარად იყიდებოდა. ფაქტი ერთია – ტირამისუ უგემრიელესია! მე პირადად მირჩევნია ბარამბოში გადავიხადო ფული, თუნდაც იგი იმპორტულზე ოდნავ ძვირი იყოს.