ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > KAR.GE მედიაში > სტუმრად პირველ რადიოში, გადაცემაში – „ვირჩევ ხარისხს“. თემა – საექსპორტო კატალოგი

სტუმრად პირველ რადიოში, გადაცემაში – „ვირჩევ ხარისხს“. თემა – საექსპორტო კატალოგი

დიდი მადლობა ქალბატონ მადონა კოიძეს და პირველ რადიოს, რომ გადაცემაში „ვირჩევ ხარისხს“ ჩემი მოსაზრებების გამოთქმის საშუალება მომეცა.

ხვალ, 6 აპრილს დიდი პრეზენტაცია გვაქვს. გაკეთდა სერიოზული საქმე და ჩვენ გვინდა მის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს.

რა გაკეთდა?

მოძრაობა KAR.GE-ს მიერ შექმნილი “KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017” პირველი ქართულ-ინგლისურენოვანი ბეჭდური და ელექტრონული გამოცემაა, რომელშიც 54 რჩეული ქართული კომპანიის 65 ბრენდი და 389 ნაწარმია თავმოყრილი ფოტოებით, აღწერილობებით და საკონტაქტო ინფორმაციით. პროექტზე მუშაობა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. PDF ვერსიის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქ.

აუდიო: