ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მოძრაობა kar.ge > ასეთი სტიკერი გინდათ მანქანისათვის / მობილურისთვის / ლეპტოპისათვის?

ასეთი სტიკერი გინდათ მანქანისათვის / მობილურისთვის / ლეპტოპისათვის?

ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა იდეა გაჟღერებისთანავე ბომბივით გავარდა …
ჩვენც ვიშრომეთ, რჩევები გავიზიარეთ და დავხვეწეთ დიზაინი …
უკვე იბეჭდება ორი ვარიანტი:
1) 300 ცალი 15 სმ დიამეტრის წრე მანქანების კაპოტზე ან შუშაზე მისაკრავად
2) 200 ცალი 4 სმ დიამეტრის წრე ლეპტოპისთვის, ტელეფონისთვის და ა.შ. მცირე ნივთებისათვის

 

სად და როდის მიიღებთ სტიკერებს?

მხოლოდ 23 და 24 დეკემბერს …
მხოლოდ ც. დადიანის #7-ში …
სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში, სადაც ამ დღეებში იმართება “ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016”. ფესტივალის ოფიციალური გახსნის დრო: 23 დეკემბერი, პარასკევი, 11:00. დასწრება რა თქმა უნდა უფასოა. ფესტივალის ორგანიზატორები ვართ მოძრაობა KAR.GE და ქარვასლა.

სტიკერები იბეჭდება შეზღუდული რაოდენობით [დიდი 300, მცირე 200. სულ 500 ცალი]. თუ მოთხოვნა მეტი იქნება [ამ თემაში გამოჩნდება], მეტსაც დავბეჭდავთ.

 

როგორ გავცემთ სტიკერებს?

  1. პირველი 200 სტიკერი [100 დიდი და 100 მცირე] გაიცემა უფასოდ მათზე, ვინც მოასწრებს აღებას. თითო ადამიანზე თითო სტიკერი. ოღონდ მოთხოვნა ჯერ უნდა განაცხადოთ ამ თემაში და მობრძანდეთ 23-ში 11:00-დან.
  2. დანარჩენი სტიკერები კი სიმბოლურ ფასად გაიყიდება: 3 ლარად [დიდი] და 1 ლარად [მცირე] იქვე, ქარვასლაში, 23 და 24 დეკემბერს. შემოსული თანხა საქველმოქმედო მიზნით დაიხარჯება. ფესტივალის ბოლო დღეს, 24-ში, იქვე შევიძენთ ქართულ ნაწარმს და მივიტანთ მას კათარზისში მოხუცებთან. ჩვენ ერთად ორ კარგ საქმეს გავაკეთებთ: 1) ქართული ნაწარმის პოპულარიზება და 2) მოხუცებსაც გავახარებთ ამ წინასაახალწლოდ.

 

კიდევ რა დაგხვდებათ ქარვასლაში ც. დადიანის #7-ში 23-24 დეკემბერს?

ფესტივალზე თქვენს წინაშე უახლესი ქართული ნაწარმი იქნება წარმოდგენილი. შეგეძლებათ არა მხოლოდ ნახოთ, არამედ იყიდოთ: Izosia-ს კოსმეტიკური კრემები; ივერიას შამპუნები, კრემები და საცხები; ქართული სიგარილა რამონა, ნეოფარმის მედიკამენტები, კამპას და ჩვენის წვენები, BakeHouse-ის პურფუნთუშეული და მაფინები, გრინპაკის შესაფუთი მასალები, პლანტას ფერმერული ნაწარმი, ლიმონათი იბერია, ესპრესო ჯორჯიას ყავა, ქართული ყავა ჩერი, ზუთხის ხიზილალა, Gama-ს ყვებითი დანამატები დაა მედიკამენტები, ქართული ნატურალური ნობათი – ფერმერული ნაწარმი, ნაზვრევის ნაწარმი, ნიკორას ხორცპროდუქტები და რძის პროდუქტები, გრეიფის თათარა, პატარიძეების „რაჭული“ ღვინო, ბებოს ჩურჩხელები, ნაღდი ქართული რაფინირებული მზესუმზირის ზეთი „სიღნაღი“, ქართული LED ტელევიზორები და ელექტრო ნაწარმი AG მიკროელექტრონიკსისგან და ჩამოთვლილი კომპანიების უამრავი კონკრეტული ნაწარმი.

 

PS

თუ სტიკერები „ბღუჯა-ბღუჯა“ გინდათ შეიძინოთ, აქვე დააფიქსირეთ FB კომენტარში და სტამბაში ერთ დამატებით ზარსაც გავაკეთებთ …