ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!

გაიცანით სტარტაპი „თბილიჰობი“, რომელიც ნაქსოვ პლედებს თქვენი ბავშვებისათვის აწარმოებს

🇬🇪 სიამაყით გაგაცნობთ ბრწყინვალე ახალგაზრდების – მარიტა და ქეთი დუმბაძეების სტარტაპს – “თბილიჰობი“, რომელიც ცოცხალ ფერებში გადაწყვეტილ 👶 საბავშვო ნაქსოვ პლედებს და კონვერტებს აწარმოებს და ამაში თავად ქეთი და მარიტა უდიდეს შრომას და ენერგიას დებენ. 2 წლამდე ბავშვის მშობლებისთვის სასაჩუქრედ არის შეუცვლელი!

აქ კი, KAR.GE კატალოგში შეგიძლიათ ნახოთ ძალიან დეტალური ინფორმაცია თავად პროდუქტის შესახებ.

🙏 ახალგაზრდებს ძალიან გაახარებთ თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერა, პირველ რიგში თქვენი კეთილი სიტყვა და გამხნევება 🥰. ყოველი (y), ყოველი გამამხნევებელი 💬 და გ ა ზ ი ა რ ე ბა ❤️ კიდევ მეტად შეაგულიანებს მათ მეტი ენერგიით აკეთონ ქართული საქმე საქართველოში!

როგორ იყიდოთ?
✅ FB გვერდიდან – თბილიჰობი;
✅ თბილისში, კავსაძის 10-ში, მაღაზიაში – “ბეიბი ონო”;
ფასი იწყება 55 ლარიდან.
შეკვეთისთვის და ინფორმაციისთვის დაურეკეთ:
577 77 92 93 (ქეთი);

🇬🇪 #ესპროდუქციაჩვენია
🇬🇪 #ქართულიადაკარგია